თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების შემსუბუქებას პირადად მე, ორივე ხელით მივესალმები

"შეზღუდვების შემსუბუქებას პირადად მე, ორივე ხელით მივესალმები", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერვცაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ცერცვაძის თქმით, ქვეყანამ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას შეზღუდვებით უკვე მიაღწია და მთავრობას ახლა შეუძლია, შეზღუდვები შეამსუბუქოს.

„შეზღუდვების შემსუბუქებას პირადად მე, ორივე ხელით მივესალმები, რადგან ეკონომიკას და ადამიანებს უჭირთ. შეზღუდვების სრული მოხსნა, მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევასრულებთ რეგულაციებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ 1-ლი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრები გაიხსნება, თუმცა შეზღუდვების მოხსნა ყველა სფეროს არ შეეხება.