რუსთავში 20 წლის გოგო, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. დაკავებული, სავარაუდოდ, 18 წლის გოგოა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.