ზუგდიდში, კაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა, გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი

ზუგდიდში, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. როგორც ცნობილია, დაზარალებული შუახნის კაცი ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში იმყოფება გარდაცვლილის ძმაც, რომელიც მეზობლების გაშველების დროს დაზარალდა.

გავრველებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ, 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.