თბილისში, საპატრულოს ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპატრულოს ეკიპაჟი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ამასთან, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე მომდინარეობს გამოძიება.