სასამართლომ მონასტერში ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს, პატიმრობა შეუფარდა

ხაშურის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღური თავდასხმისა და გაუპატიურების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

სხდომას ესწრებოდნენ ბრალდებულები ლაშა ტალახაძე და ვასილ გამგონიძე, სასამართლოს შენობასთან კი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი იყო შეკრებილი.

ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.