აშშ-ის საელჩომ, დადიანების სასახლის აღსადგენად, $300 ათასი გამოყო

დადიანების სასახლის აღდგენა იწყება. ამ პროცესიის მხარდაჭერის მიზნით, სასახლეში არსებული კოლექციის დასაცავად, ამერიკის საელჩომ $300 000 გამოყო.  

„დადიანების სასახლის აღდგენა იწყება!

სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო.

თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.