ყვარელში ამერიკული თაროს ახალი სივრცე გაიხსნა. ინფორმაციას, საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ყვარლის ამერიკული თარო ახალ სივრცეში გელოდებათ. საქართველოს მასშტაბით სულ 14 ასეთი სივრცე გვაქვს და მათ მსგავსად ყვარელშიც კარი ყველასთვის ღიაა.
აქ არის უამრავი რესურსი და ღონისძიებებში ჩართვის საშუალება ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესის ადამიანისთვის.
ინგლისური წიგნები, სხვადასხვა თემატიკის კლუბები, განვითარების შესაძლებლობები, მოწვეული სტუმრები, დისკუსიები საინტერესო თემებზე, თანამედროვე ტექნოლოგიები და ბევრი სხვა რამ. გელით სააკაძის 2 ნომერში!“- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.