დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების „ოქროს ხანა“ დასრულდა.
მისი თქმით, დიდ ბრიტანეთს ახლა ესაჭიროება, რომ ოცნების ასრულებაზე ფიქრები, კონკურენტების მიმართ „მტკიცე პრაგმატიზმით“ ჩაანაცვლოს.
რიში სუნაკი ჩინეთში BBC-ის ჟურნალისტის დაკავების საკითხსაც შეეხო.
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩინეთი სისტემურ გამოწვევას უქმნის ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს, გამოწვევა, რომელიც უფრო მწვავე ხდება, როდესაც ის უფრო დიდი ავტორიტარიზმისკენ მიიწევს“, - აღნიშნა სუნაკმა. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფოსა და ჩინეთის ურთიერთობების ოქროს ეპოქა დასრულებულია, გულუბრყვილო იდეასთან ერთად, რომ მეტი ვაჭრობა დასავლეთთან გამოიწვევს ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმას.
„ოქროს ხანა“ დასრულდა, ისევე, როგორც „მიამიტური იდეა“, რომ დასავლეთთან ვაჭრობის ზრდა ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმას გამოიწვევდა. არ შეიძლება ჩინეთის გლობალური მნიშვნელობის უგულებელყოფა ისეთ საკითხებში, როგორიცაა გლობალური ეკონომიკური სტაბილურობა და კლიმატური ცვლილებები", - განაცხადა სუნაკმა.
ამასთან, რიში სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი იმუშავებს თავის მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-სთან, კანადასთან, ავსტრალიასთან და იაპონიასთან ამ მწვავე კონკურენციის სამართავად.