საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების წევრმა, ალექსანდრა კუვაევამ გერმანიის ქალაქ ეისლინგენში მიმდინარე კადეტთა ევროპის თასის გათამაშებაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
როგორც ცნობილია, მოფარიკავემ ჯგუფურ ეტაპზე 5 შეხვედრა მოიგო.
ამასთან, ფინალურ შეხვედრაში კუვაევა ამერიკელ მოფარიკავე ჯენა შომანს შეხვდა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.