შვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, - თბილისის მერი, კახა კალაძე განმარტავს, რატომ ჩანაცვლდა სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ „მშვიდობის ქალაქით“.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მოხდეს ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ „მშვიდობის ქალაქით“ ჩანაცვლდა.