NATO-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებით, გენდერული ნიშნით ძალადობა ჩვენს სამყაროში ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა.
მათივე ცნობით, NATO-ს სამეკავშირეო ოფისი უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქტივიზმის 16-დღიან კამპანიას, ‘OrangeTheWorld’-ს
"გენდერული ნიშნით ძალადობა ჩვენს სამყაროში ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ასაკის, წარმომავლობისა თუ განათლების დონის მქონე ქალზე. ამგვარად, დროა გავაძლიეროთ ჩვენი ქმედებები ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასასრულებლად.
სწორედ ამ მიზნით, ნატოს სამეკავშირეო ოფისი უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქტივიზმის 16-დღიან კამპანიას, ‘OrangeTheWorld’-ს.
ეს კამპანია გვახსენებს, რომ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა ძირს უთხრის იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია თანამედროვე, საერთაშორისო საზოგადოება და ეს პრობლემა საერთო ძალისხმევით უნდა მოგვარდეს. გავერთიანდეთ და ერთად ვიმუშაოთ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად და აღმოსაფხვრელად.
ნატო აცნობიერებს გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და რეაგირების აუცილებლობას. ალიანსის ღირებულებები ინდივიდუალური თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ გაეროს წესდებით ემყარება პრინციპს, რომ ქალთა თანასწორი უფლებები მნიშვნელოვანია და ქალთა მიმართ ძალადობა დაუშვებელია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.