ირაკლი კობახიძე: ყველა, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია უნდა დასანქცირდეს

ყველა, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და რომ ის უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას, ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, არამედ სიბინძურე. ვინც ამას აკეთებს, არის სიბინძურის სამსახურში. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა და ლოგიკა, ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი. ყველა, ვინც ამას ამბობს, არის აგენტი, ომის პარტიის აგენტი“, – განაცხადა კობახიძემ.