საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციაც, რომ დამოიკიდებელი სახალხო დამცველი იყოს არჩეული. ამასთან, მისივე თქმით, მომავალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
"ჯერჯერობით ყველაფერი მიდის კარგად, პრეტენზიები შეიძლება იყოს ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, ნამდვილად გამჭირვალე პროცესი იყო. ახლა მთავარია შედეგი. ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციაც ის არის, რომ არჩეული იყოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.
არ მაქვს ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური მოლაპარაკებები ან რა ეტაპზეა. შესაძლებელია, არ იქნას არჩეული, რადგან „ოცნებას“ ოფიციალურად არ აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა და ოპოზიციიდან რაზე შეთანხმდებიან, ვინ, რა კონსენსუსზე წავა, ჩემთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 7 დეკემბერს ეწურება.