სამწუხაროა, ასეთი რამ რომ მოხდა. ვერ გეტყვით, რომ ობიექტურ გამოძიებას მიიღებს და დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დადგინდება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ძალიან სამწუხაროა, ტოტალური მოსმენა რომ არსებობს და არანაირი საზედამხედველო მექანიზმი არ არსებობს, უკონტროლო და არაკანონიერ მოსმენაზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ეს ფაქტია და არაერთგზის მტკიცებულებებით დამტკიცებულია. ძალიან სამწუხაროა ასეთი რამ რომ მოხდა.
ვერ გეტყვით, რომ ობიექტურ გამოძიებას მიიღებს და დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დადგინდება, იმიტომ, რომ როგორც წესი ამ ტიპის საქმეებზე გამოძიებები არ სრულდება და პასუხისგებაში არავინ მიეცემა ხოლმე“, - განაცხადა ლომჯარიამ.