„ჩვენ შევხვდებით ელჩს, ან მის წარმომადგენლებს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნის შედეგებს გავაცნობთ", - ამის შესახებ ორგანიზაცია "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა უკრაინის საელჩოსთან, „ტვ პირველს" განუცხადა.
„დასკვნა ხვალ შედის სასამართლოში. დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება, სულ უფრო და უფრო. თუ ადეკვატური ზომები არ იქნება მიღებული, მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება.
ახალი საავადმყოფოს მოწყობა პენიტენციური სამსახურის მოწყობა, სრული აბსურდია. ახლა მაინც უნდა მისცეს ადამიანს საკუთარი კონსტიტუციური ულება, რაც ჯანმრთელობის უფლება და გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ. შემდგომი პროცესები სასამართლოს ფარგლებში გაგრძელდება", - განაცხადა ჯიშკარიანმა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.