რუსეთისა და ჩინეთის ავიაგამანადგურებლებმა, იაპონიისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვების აკვატორიაზე, წყნარი ოკეანის რეგიონში ერთობლივი პატრულირება განახორციელეს.
ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აზუსტებენ, რუსული სარაკეტო მატარებლების ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით რვა საათს გაგრძელდა.
„რუსეთის კოსმოსური ძალების Su-30SM-ისა და Su-35S-ის ტიპის თვითმფრინავები უზრუნველყოფდნენ საჰაერო ჯგუფის გამანადგურებელ ესკორტს“, - აცხადებენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში.
როგორც უწყებამ აღნიშნა, ერთობლივი საჰაერო პატრულირების დროს, რუსული თვითმფრინავი ჩინეთის აეროდრომზე, ხოლო ჩინური რუსეთის აეროდრომზე პირველად დაეშვა.