იენს სტოლტენბერგი: სტრასბურგის  გადაწყვეტილება აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ რუსეთი დამნაშავეა ადამიანის უფლებების დარღვევაში „სამხრეთ ოსეთსა“ და ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.