სახელმწიფო დეპარტამენტმა კატარისთვის უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემების მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, $მილიარდიანი გარიგება რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს არ შეცვლის.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეთანხმება მხარს დაუჭერს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს, გააუმჯობესოს მეგობარი ქვეყნის უსაფრთხოება, რომელიც კვლავაც მნიშვნელოვანი ძალაა ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის.
ცნობისთვის, აშშ-მა კატარს NATO-ს არაწევრებს შორის მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭა.
ეს სტატუსი უცხოელ პარტნიორებს აძლევს გარკვეულ სარგებელს თავდაცვის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისსთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, კატარის გარდა სპეციალური სტატუსის უფლებას, 16 სხვა ქვეყანა იზიარებს. მათ შორის არიან ისრაელი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა, ბაჰრეინი, ფილიპინები, ტაილანდი, პაკისტანი, ავღანეთი, ტუნისი, ბრაზილია.
ამასთან, ცნობილია, რომ კატარში მდებარეობს აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზა ახლო აღმოსავლეთში.