აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კონგრესს აცნობებს თავის განზრახვის შესახებ, მიანიჭოს კატარს, როგორც მთავარი, NATO-ს არაწევრი მოკავშირის სტატუსი.
ეს სტატუსი უცხოელ პარტნიორებს აძლევს გარკვეულ სარგებელს თავდაცვის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისსთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, კატარის გარდა სპეციალური სტატუსის უფლებას, 16 სხვა ქვეყანა იზიარებს. მათ შორის არიან ისრაელი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, არგენტინა, ბაჰრეინი, ფილიპინები, ტაილანდი, პაკისტანი, ავღანეთი, ტუნისი, ბრაზილია.
კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სტატუსი აშშ-სა და კატარს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას გამოხატავს.
ბაჰრეინი და ქუვეითი ყურის ერთადერთი ქვეყნებია, რომლებიც NATO-ს არწევრებს შორის მთავარ მოკავშირეებად არიან დასახელებულნი.