სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის 30 ნოემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაისყო. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.