„NATO-სთან თანამშრომლობის ახალი არსებითი პაკეტი გახლავთ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მაჩვენებელი ჩვენი თანამშრომლობის გაზრდისა და ის მორგებულია უსაფრთხოების გამოწვევებს”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს სჭირდება უფრო მეტი.
„ჩვენ ვენდობით ნატო-ს მოხსენებას, საქრთველომ ნახა თავისი ერთგულება ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით.
ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების და თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, ბატონო გენერალურო მდივანო. უნდა ვუმადლოდეთ ამ თანამშრომლობას, თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებას, სტანდარტების და თავსებადობის შემუშავებისკენ პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლირებას, რომელიც საჭიროა წევრობისათვის.
საქართველო აფასებს საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნების მნიშვნელობას. მიუხედავად შეზღუდვებისა და პანდემიისა, ჩვენ ვაფასებთ დასწრებას და ნატო-ს ხომალდების შესვლას ჩვენს პორტებში. კოლექტიურ უსაფრთხოებაში ჩვენ ჩვენს წილს ვიღებთ საკუთარ თავზე. ჩვენ, ვიდრე ოდესმე, მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და მადლიერი ვარ ჩვენი ქვეყნის ნდობისთვის”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად კრიზისისა, მიუხედავად კონფლიქტისა რეგიონში, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა და გაზრდილი პროვოკაციებისა, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ მის გარშემო, რეგიონში.
"საქართველო მტკიცედ დგას დემოკრატიის კონსოლიდირებისკენ ქვეყნის შიგნით და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის მედეგობა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე.
„NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.
ჩღდილო ატლანტიკური ალიანსი გენმდივნის თქმით, NATO განიხილავს საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერების კუთხით, რისი გაკეთება შეუძლიათ შემდგომში.
„საქართველო ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვაკავშირებს ძლიერი პოლიტიკური, მჭიდრო თანამშრომლობა. მიუხედავად პანდემიის გამოწვევისა, ნატო და საქართველო პარტნიორობის გაძლიერებას განაგრძობენ და დღევანდელი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გამოვიყენეთ იმაზე სამსჯელოდ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით შემდგომში.
ჩვენ გავაფართოეთ არსებითი პაკეტი, რაც ეხმარება საქართველოს, გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და გააგრძელოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში. ჩვენი ძირითადი პრიოროტეტები მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი: „რაც გადამწყვეტია, რადგან ის გვაახლოებს ერთიან მიზანთან, ნატოს წევრობასთან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.