ცხადია, ჩვენ არ ვართ ბირთვული შეთანხმების შესახებ დისკუსიების ნაწილი, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ისეთ რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვართ, თანაც, ასეთ პერიოდში, ყველაფერი, რაც რეგიონში მილიტარიზაციასა და ჩვენ გარშემო მყოფ დიდ ძალებს შეაჩერებს, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, Deutsche Welle-ს მიერ ბირთვული შეთანხმების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„იარაღის კონტროლი, მოვლენათა ძალიან დადებითი განვითარებაა. რუსეთს ჩვენ ძალიან ახლოს ვიცნობთ და ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგი. ამ მხრივ, ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუკი ის განხორციელდა, თუმცა - მაქსიმალური კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.