ბორჯომის ტყეში დაახლოებით 55 წლამდე კაცი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ხის მოსაჭრელად იყო წასული, რა დროსაც თავის არეში ხე მოხვდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.