ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სიღნაღის თაღი დაზიანდა

სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარე ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

"სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
 
სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
 
განახლება
 
250 ლარით დააჯარიმეს მძღოლი, რომელმაც სიღნაღში მე-18 საუკუნეში აშენებული გალავნის თაღი სავარაუდოდ, დააზიანა. შსს-ს ცნობით, საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ისტორიული წყაროების თანახმად, სიღნაღის ციხე-გალავანი, რომლის სიგრძეც სიგრძე, დაახლოებით, 4 კილომეტრია, 1762 წელს მეფე ერეკლე მეორის გადაწყვეტილებით აშენდა.
 
რადიო თავისუფლება ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატვირთო საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთში მიდიოდა, ტრანზიტული გზა შეეშალა და შეცდომით სიღნაღის გზაზე მოხვდა.