შვეიცარიამ 7,5 მილიარდი ფრანკის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ, 7,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 7,95 მილიარდი დოლარი) ღირებულების აქტივები დაბლოკა.

ამის შესახებ დღეს, შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნომ (SECO) განაცხადა.

„2022 წლის 3 ივლისის მდგომარეობით, ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოში დეკლარირებული რუსეთის მოქალაქეების ან ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ 46,1 მილიარდი ფრანკი შეადგინა. 2022 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, შვეიცარიაში გაყინულმა აქტივებმა 7,5 მილიარდ ფრანკს მიაღწია“, - აღნიშნა SECO-მ.

გარდა ამისა, შვეიცარიის ექვს კანტონში რუსეთის მოქალაქეების 15 საკუთრებაა დაბლოკილი.