შორს არაა დრო, როცა აივ ინფექცია/შიდსი გახდება მთლიანად განკურნებადი - ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შორს არაა დრო, როცა აივ ინფექცია/შიდსი გახდება მთლიანად განკურნებადი. ცერცვაძის განცხადებით, 2025 წლისთვის ყველა ინფიცირებული უნდა იყოს გამოვლენილი და ჩართული მკურნალობაში, რაც ნულამდე დაიყვანს გადაცემას.

მისივე თქმით, მიდგომების, მეთოდების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ აივ ინფექცია დღეს გადაიქცა კარგად მართვად, ჩვეულებრივ ქრონიკურ ინფექციურ დაავადებად.

"შორს არ არის დრო, როდესაც აინვ ინფექცია/შიდსი გახდება მთლიანად განკურნებადი დაავადება. დღეს ის არის კარგად მართვადი ქრონიკული ინფექციური დაავადება. იმედს ვიტოვებთ, ახლო მომავალში ის გახდება მთლიანად განკურნებადი დაავადება. 2025 წელს ჩვენ გვაქვს სამიზნე, რომ დაძლეულ იქნას შიდსის ეპიდემია. რა იგულისხმება ამაში –  სწორი, ეფექტური და დროული მკურნალობის შედეგად, თუ პაციენტი იმყოფება მკურნალობაზე, ის არ არის გადამდები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენ დავისახეთ მიზნად 2025 წლისთვის და 2030 წლისთვის არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი, რომ შიდსი აღარ იქნება, ან თითქმის აღარ იქნება ახალი შემთხვევები. ანუ, ყველა აივ ინფიცირებული უნდა იყოს გამოვლენილი 2025 წლისთვის, ყველა უნდა იყოს მკურნალობაზე, რაც ნულამდე ან თითქმის ნულამდე დაიყვანს შიდსის გადაცემას და აივ ინფექციის ახალ შემთხვევებს. ეს იგულისხმება, როდესაც ვამბობთ, დაძლეულ იქნას აივ ინფექციის ეპიდემია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.