სომხეთში, სოფელ ჯრაბერში სლოვენიის მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ასტრახანისკენ მიემართებოდა.
ამის შესახებ სომხურ მედიასთან, სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესმდივანმა ჰაიკ კოსტანიანმა განაცხადა. სლოვენიის კუთვნილი მსუბუქი თვითმფრინავი, ზვართნოცის აეროპორტიდან აფრინდა და მასთან კავშირი მალევე შეწყდა.
ავარიის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მხოლოდ ორი პილოტი იმყოფებოდა, რომლებიც ავიაკატასტროფისას დაიღუპნენ.