ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან მოლაპარაკების დროს, უკრაინაში ომის დასრულების ძალისხმევისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს ევრაზიის ყველა ქვეყნის საერთო ინტერესებშია".
„უკრაინის კრიზისის (ომი - რედ.) პოლიტიკური გზით გადაჭრა ევროპისა და ევრაზიის ყველა ქვეყნის საერთო ინტერესებშია“, - განაცხადა ხუთშაბათს სი ძინპინმა პეკინში მიშელთან შეხვედრის შემდეგ.
თავის მხრივ, მიშელმა სი ძინპინს განუცხადა, რომ ევროკავშირი ელის, ჩინეთი თავის წვლილს შეიტანს რუსეთის მხრიდან სასტიკი ნგრევისა და ოკუპაციის დასრულებაში.
Euronews-ის ცნობით, შეხვედრა პეკინში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ასევე შეეხო ადამიანის უფლებებს, ტაივანს, სავაჭრო ურთიერთობებს და კლიმატის ცვლილებას.
მოვუწოდე პრეზიდენტ სი ძინ პინს, როგორც ეს გავაკეთეთ აპრილში ევროკავშირის ჩინეთის სამიტზე, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე გაეროს წესდების პატივისცემის მიზნით“, - განაცხადა მიშელმა პრესკონფერენციაზე.