Economist Intelligence Unit (EIU) ყოველწლიური კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები ნიუ-იორკი და სინგაპური არიან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნიუ-იორკი რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს.
გასული წლის პირველი ნომერი, თელავივი, ახლა მესამე ადგილზეა.
კვლევის ავტორების თქმით, მთლიანობაში, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში ცხოვრების საშუალო ღირებულება წელს 8.1%-ით გაიზარდა.
ომი უკრაინაში და COVID19-ის გავლენა ფასების ზრდის ფაქტორებად დასახელდა. ინფლაცია განსაკუთრებით მაღალი იყო სტამბოლში, სადაც ფასები გაიზარდა 86%-ით; ბუენოს აირესში (64%) და თეირანში (57%).
სიის სათავეში ნიუ-იორკის მოხვედრის ერთ-ერთი მიზეზი, აშშ-ში მაღალი ინფლაცია გახდა. ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკო ასევე მოხვდნენ ათეულში. ამ წლის დასაწყისში, აშშ-ში ინფლაცია 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალია.
ათეული ასეთია:
4) ჰონგ კონგი; ლოს ანჯელესი 6) ციურიხი 7) ჟენევა 8) სან ფრანცისკო 9) პარიზი 10) სიდნეი; კოპენჰაგენი.