81 წლის ასაკში, ქართველი მსახიობი, ნუგზარ შარია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.
„გარდაიცვალა, ერთ დროს ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. საქართველოს თეატრალური საზოგადოება მწუხარებას გამოთქვავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შარიას ნათამაშები აქვს შემდეგ ფილმებში: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“ და ა.შ.