იტალიის მინისტრთა საბჭომ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ვადის 2023 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
განკარგულების თანახმად, კიევს სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლისვის 2023 წლის განმავლობაში, იტალიელი კანონმდებლების ცალკეული თანხმობის გარეშე გადაეცემა.
მთავრობის დადგენილება იტალიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის ადმინისტრაციამ ომის დაწყების შემდეგ შემოიღო ზომები, რომლებიც საშუალებას აძლევდა ქვეყანას, იარაღი კიევში პარლამენტის ნებართვის მოთხოვნის გარეშე გაეგზავნა.
ამ შეთანხმებას ვადა ეწურება წლის ბოლოს და პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მხარდამჭერმა კოალიციამ თავდაპირველად სცადა მისი გახანგრძლივება 2023 წლის 31 დეკემბრამდე, მთავრობის დადგენილებაში შესწორებით, რომელიც ახლა პარლამენტში გადადის.