„ფედერალური შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაზრდის თავის წვლილს ალიანსის ტერიტორიის დასაცავად. 2025 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ NAT-ს 30 000 ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში მოვიყვანოთ“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგი გერმანიაში იმყოფება.
„ნათელია, რომ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად NATO-ში, ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაგრძელებთ უკრაინის და მისი თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერას და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს დასჭირდება უკრაინას პოლიტიკური თვალსაზრისით, ფინანსურად, ჰუმანიტარული და ასევე საჭირო იარაღის მიწოდების თვალსაზრისით.
NATO არ უნდა გახდეს კონფლიქტის მხარე, რადგან ეს გამოიწვევს ესკალაციას პლანეტისთვის გაუთვალისწინებელი შედეგებით.
ჩვენ მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, ნებისმიერ მოკავშირეს, ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ და დავიცვათ ალიანსის თითოეული სანტიმეტრი.
გერმანია უკვე ძალიან აქტიურია, როდესაც საქმე ეხება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას, ლიეტუვაში დაახლოებით 1000 ჯარისკაცის ყოფნით. ჩვენ კი გერმანიაში შევქმენით ბრიგადა ლიეტუვის დასაცავად. ჩართული ვართ საჰაერო პატრულირებაში ბალტიისპირეთში. ჩვენ მივაწოდეთ „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები სლოვაკეთს. გარდა ამისა, ფედერალურმა შეიარაღებულმა ძალებმა წელს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის 14000-ზე მეტი ჯარისკაცი გამოყო და მომავალ წელს, ეს რიცხვი 17000-მდე გაიზრდება.
ფედერალური შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაზრდის თავის წვლილს ალიანსის ტერიტორიის დასაცავად. 2025 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ NAT-ს 30 000 ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში მოვიყვანოთ.
სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ევროპული ცის ფარის ინიციატივა, რომლის მიზანია NATO-ში ევროპული ფრთის გაძლიერება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ 15-მდე მოკავშირე უკვე შეუერთდა ამ ინიციატივას“, - განაცხადა შოლცმა.