სტოლტენბერგი: NATO-ს წყალქვეშა ინფრასტრუქტურის ცენტრის შექმნის ინიციატივას მივესალმები

Nord Stream-ის გაზსადენებზე ბოლოდროინდელმა დივერსიამ, ყველას შეგვახსენა ამ ინფრასტრუქტურის დაუცველობა. ამის საპასუხოდ, NATO -მ გააორმაგა გემების რაოდენობა, რომლებიც პატრულირებენ ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში. მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიცვათ ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას, კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მივესალმები გერმანია-ნორვეგიის ინიციატივას NATO-ს წყალქვეშა ინფრასტრუქტურის ცენტრის შექმნის შესახებ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, გერმანია და ნორვეგია გამოვიდნენ ინიციატივით, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის - გაზსადენებისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგისთვის, ქვედანაყოფი შექმნან, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა, რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარი აფეთქება.