„ჩინეთი არის გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ინტერესებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ ჩინეთს მოწინააღმდეგედ. ეს ასევე ნათლად არის ნათქვამი ჩვენს სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელზეც ყველა მოკავშირე მადრიდში, სამიტზე შეთანხმდა“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას, კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თუმცა სტოლტენბერგი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა არ გაგრძელდება
„NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას, უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით, საქმე ეხება ჩინეთის წვდომას ევროპულ ინფრასტრუქტურაზე. რამდენად სწორია გერმანიის გადაწყვეტილება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Cosco-ს უფლება მისცეს, შეიძინოს ერთ-ერთი ტერმინალი ჰამბურგის პორტში?,“ - ჰკითხა ჟურნალისტმა სტოლტენბერგს.
„ჩვენ პოლიტიკურადაც ჩართულები ვართ ჩინეთთან. მე შევხვდი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამ შემოდგომაზე. არსებობენ მოკავშირეები, რომლებიც პოლიტიკურად და ეკონომიკურად თანამშრომლობენ ჩინეთთან. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ პოტენციური დამოკიდებულების, დაუცველობის შესახებ. უნდა ვმართოთ რისკები.
ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ პოტენციური დამოკიდებულების, დაუცველობის შესახებ. რა თქმა უნდა, თითოეულმა მოკავშირემ უნდა მოძებნოს ბალანსი ჩინეთთან ეკონომიკურ ჩართულობასა და ამავე დროს ზედმეტად დამოკიდებულების ან დაუცველობის თავიდან აცილებას შორის,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.