პეკინში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ჯანმოს ნორმას 8-ჯერ გადააჭარბა

მცირე მყარი ნაწილაკების PM 2,5 საშუალო დღიურმა კონცენტრაციამ, რაც სმოგის ძირითად მიზეზს წარმოადგენს, პეკინში 1 კუბურ მეტრზე 190 მიკროგრამი შეადგინა. ჯანმოს დადგენილი ნორმის მაქსიმალური მაჩვენებელი კი 25 მიკროგრამს შეადგენს. ესიმას ნიშნავს, რომ პეკინში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ჯანმოს ნორმას 8-ჯერ გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას პეკინის გარემოს დაცვის მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

ადგილობრივი დროით 10:00 საათზე PM 2,5-ის საშუალო კონცენტრაციამ 1 კუბურ მეტრზე 189 მიკროგრამი შეადგინა, ქალაქის ზოგიერთ რაიონში კი 197 მიკროგრამს მიაღწია.

ჩინეთში სმოგის ძირითადი მიზეზებია ავტოტრანსპორტი, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები და მეტალურგიული ქარხნები. 2019 წელს ჩინეთმა ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაზე დაახლოებით 25 მილიარდი იუანი (3,73 მილიარდი დოლარი) დახარჯა.

პროგნოზების მიხედვით, ჰაერის ხარისხი ქალაქში 26 იანვრიდან გაუმჯობესდება.