ოზურგეთში, საკუთარ სახლში 84 წლის ქალი დაჭრილი იპოვეს. ამ ეტაპზე დამნაშავე დაკავებული არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, 84 წლის ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუცა გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული, მუხლი გადაკვალიფიცირდეს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ეს ფემიციდის მცდელობა იყო.