ინდონეზიაში, 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ოთხი სახლი კი დაზიანდა.

ცნობისთვის, გასულ კვირას კუნძულ იავაზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც სულ მცირე 300 ადამიანი ემსხვერპლა.