ტრამპის მიმართ მუქარის გამო,  Twitter-მა ირანის სულიერი ლიდერის ანგარიში დაბლოკა

დონალდ ტრამპის მიმართ მუქარის გამო, სოციალურმა ქსელმა Twitter-მა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ანგარიში დაბლოკა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„შურისძიება გარდაუვალია. სოლეიმანის მკვლელს და მას, ვინც მისი მოკვლა უბრძანა, გადახდა მოუწევთ“, – ეწერა ირანის სულიერი ლიდერის Twitter-ში.

როგორც აითოლა ალი ხამენეი აცხადებდა, ის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, „ყუდსის“ ძალების მეთაურის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობას არც დაივიწყებს და არც არავის აპატიებს.

Twitter-ში გამოქვეყნებულ განცხადებას თან ახლდა ფოტოსურათი, სადაც გოლფის მოთამაშე დონალდ ტრამპი იყო გამოსახული, რომლის თავზე სამხედრო თვითმფრინავის ან უპილოტო საფრენი აპარატის ჩრდილი იყო გამოსახული.