ჯიმ რიში: თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, მაგრამ ამისთვის საჭიროა დემოკრატია

თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში - დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან. მაგრამ ამისთვის საჭიროა დემოკრატია, თავისუფალი დემოკრატია, რომელშიც ხალხს შეუძლია თავისუფლად ხმის მიცემა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა, ჯიმ რიშმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, თუ როგორი ლიდერი სურთ ქართველებს, ეს საკითხი თავად უნდა გადაწყვიტონ.  

„ეს გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ. ეს ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი თუ ვინმე სხვა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

ისინი იქ ცხოვრობენ, ხედავენ რა ხდება... თავისუფალი კენჭისყრით და თავისუფალ არჩევნებში - ისეთში, როგორიც 2012 წლის ოქტომბერში ვნახეთ - ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს“, - განაცხადა ჯიმ რიშმა.


 თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში - დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან. მაგრამ ამისთვის საჭიროა დემოკრატია, თავისუფალი დემოკრატია, რომელშიც ხალხს შეუძლია თავისუფლად ხმის მიცემა