ბაიდენი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომელიც შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახებისთვის საკვებით დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომელიც შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახებისთვის საკვებით დახმარებას ითვალისწინებს. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ახალი რეგულაცია მილიონობით დაბალშემოსავლიანი ბავშვებიანი ოჯახებისთვის დახმარების გადასახადს 15 პროცენტით გაზრდის. დახმარება განხორციელდება პანდემიის დაწყებისას ინიცირებული პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია იმ ბავშვებზე, რომლებიც დამოკიდებულები არიან სკოლის კვებაზე, როგორც ყოველდღიური კვების მთავარ წყაროზე.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს ყველაზე მეტად გაჭირვებულებისთვის „საგანგებო გადასახადების“ გაზრდას, რომელიც ცნობილია, როგორც პროდუქტის ტალონები.გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, აშშ-ში სულ უფრო ბევრი ადამიანი შიმშილობს. დაახლოებით 50 მილიონი ამერიკელი – მათ შორის 17 მილიონი ბავშვი, ახლა საკვების მხრივ დაუცველად მიიჩნევა.

აგრეთვე, ცნობილია, რომ ჯო ბაიდენი ფედერალური მუშაკებისთვის მინიმალურ ხელფასს გაზრდის. ახალი რეგულაციით, ფედერალური მუშაკები საათში 7.5 დოლარის ნაცვლად, 15 დოლარს მიიღებენ.