ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით.
ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 629, გარდაიცვალა კი 3038 პაციენტი.