იტალიის მთავრობა მტკიცედ არის მოწოდებული ხმელთაშუა ზღვაში გავლენის გაძლიერებისკენ. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გააკეთა. ამის შესახებ სააგრნტო Anadolu იუწყება.
მისივე თქმით, ევროკავშირსა და აფრიკის ქვეყნებს შორის უნდა არსებობდეს ძლიერი თანამშრომლობა, ევროკავშირის ქვეყნებში ვერ იქნება კეთილდღეობა, თუ მათი აფრიკელი მეზობლები არ იქნებიან აყვავებულები.
„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ, რომ მიგრანტების ნაკადს მარტო ვერ გავუმკლავდებით, ის მიუღებელ დონეზეა. 2022 წლის დასაწყისიდან იტალიაში 94 000 მიგრანტი შევიდა უნებართვოდ“, - განაცხადა მელონიმ.
მისივე განცხადებით, იტალიას შეუძლია, იმოქმედოს როგორც ენერგიის გამტარმა ხმელთაშუა ზღვასა და ევროპას შორის, მისი გეოგრაფიული მდებარეობის, ინფრასტრუქტურის, თანამშრომლობის სულისკვეთებისა და ბიზნესის მხარდაჭერის საშუალებით.