„ჩემი ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია ნამდვილად რთული და მძიმეა, რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება ამ დინამიკით“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა კლინიკა „ვივამედის“ დატოვების შემდეგ განაცხადა.
კითვას, რა ბერკეტი აქვს სახალხო დამცველს ამ საქმეში, ნინო ლომჯარია სხვადასხა ფორმაზე საუბრობს.
„შეიძლება, დასკვნა დავდოთ და ეს მხარემ გამოიყენოს, ან შეიძლება, მოწმის სტატუსითაც წავიდეთ. სხვადასხვა ფორმას განვიხილავთ, სამართლებრივად როგორ წავალთ, ალბათ, ამაზე შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.