ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ბაჰრეინში ისტორიულ ვიზიტს იწყებს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ბაჰრეინში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა, იუწყება The Times of Israel-ი.

გამგზავრებამდე ჰერცოგმა განცხადა რომ მოგზაურობა „რეგიონში მშვიდობის გზავნილია".

„კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში, რომლებმაც ხელი მოაწერეს აბრაამის შეთანხმებას, იმ იმედით, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა შეძლებს, შეუერთდეს ისრაელის სახელმწიფოსთან მშვიდობის წრეს“, - განაცხადა ჰერცოგმა.

ჰერცოგს და მის მეუღლეს აერპორტში, ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანი და ბაჰრეინის ელჩი ისრაელში ხალედ იუსიფ ალ-ჯალაჰმა მიესალმნენ.

ორშაბათს, ისრაელის პრეზიდენტი აბუ დაბიში გაემგზავრება, სადაც კოლეგა მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდება. ჰერცოგი ასევე დაესწრება კოსმოსური კვლევის პოლიტიკის შესახებ  ფორუმს, რომელსაც ასევე დაესწრება ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი.

2020 წელს, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი და მაროკო გახდნენ პირველი არაბული სახელმწიფოები ათწლეულების განმავლობაში, რომლებმაც მოახდინეს ურთიერთობების ნორმალიზება ისრაელთან, მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.