კიევი იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას, 4 დეკემბერს რუსული KA-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საჰაერო ძალებმა Telegram-ზე გაავრცელეს.
„დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობის დნიპროს საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფმა ჩამოაგდო მტრსის KA-52 ტიპის ვერტმფრენი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ზუსტი ტერიტორია, სადაც ეს მოხდა, არ არის ცნობილი. აღმოსავლეთ საჰაერო სარდლობა აქტიურია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დონეცკის ოლქში, სადაც უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს.
4 დეკემბერს, გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ 24 თებერვლის შემდეგ 263 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო.