ჩინელი ასტრონავტების ეკიპაჟი ჩინურ კოსმოსურ სადგურზე ექვსთვიანი მისიის შემდეგ 4 დეკემბერს დედამიწაზე დაბრუნდა. იუწყება ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი.
სამმა ასტრონავტმა, რომლებიც კოსმოსური სადგურის მშენებლობის ბოლო, გადამწყვეტ პერიოდს მეთვალყურეობდნენ, განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობენ.
კოსმოსური სადგურის აგება ნოემბერში დასრულდა.
კოსმოსური სადგური ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური პროგრამის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რომელიც პირველად, 1992 წელს დამტკიცდა. სადგურის მშენებლობა გასული წლის აპრილში დაიწყო.