Facebook-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. აღნიშნულ ინფორმაციას სერვისი Downdetector-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ყველაზე მეტად პრობლემა მომხმარებლებს აშშ-ში, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში შეექმნათ.
მომხმარებლების 56% თავის გვერდზე ვერ შედის, კიდევ 25%-ს სოციალურ ქსელთან წვდომის პრობლემა აქვს პრობლემები აპლიკაციით სარგებლობისას ექმნება, მომხმარებელთა 18% კი პრობლემებს სიახლეების გვერდის განახლებისას აწყდება.
შეფერხების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.