დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ. მსჯელობა სავარაუდოდ 8 თებერვლიდან დაიწყება. ამის შესახებ განცხადება დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა გააკეთა. ინფორმაციას Abc-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კონგრესი 25 იანვარს გადასცემს სენატს დოკუმენტს, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას შეიცავს.
დემოკრატები აცხადებენ, რომ ტრამპს იმპიჩმენტის პროცესისთვის მოსამზადებლად დროს მისცემენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ 13 იანვარს გამოაცხადა. .