თბილისის მერი, კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში იმყოფება. ინფორმაციას მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა რომის მერთან, რობერტო გუალტიერისთან. ვიზიტის ფარგლებში, თბილისისა და რომის მერები ხელს მოაწერენ დედაქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფება მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.