უნგრეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსული ვაქცინა Sputnik V-ის გამოყენების ავტორიზაცია გასცა და ქვეყანა აღნიშნულ ვაქცინას შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც უნგრეთის ჯანდაცვის ორგანოები აცხადებენ, პრეპარატმა საიმედო შედეგები აჩვენა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანას ვაქცინის დოზები სამ ნაკადად მიეწოდება, რომელთა რაოდენობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამავე დროს, უნგრეთი ასევე მოლაპარაკებებს მართავს ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები დასრულდება, უნგრეთი ჩინეთისგან Sinopharm-ის ვაქცინის 1 მილიონ დოზას მიიღებს დაუყოვნებელი გამოყენებისათვის.
გავრცელებული ინფრომაციით, Sinopharm-ის ვაქცინას უკვე იყენებს უნგრეთის მეზობელი ქვეყანა სერბეთი.